banner_adsense

ბეჟანიშვილმა რატჯერსს 35 ქულა ჩაუგდო და საუნივერსიტეტო რეკორდი დაამხო

10 თებერვალი, 2019 0 39
ბეჟანიშვილმა რატჯერსს 35 ქულა ჩაუგდო და საუნივერსიტეტო რეკორდი დაამხო


გიორგი ბეჟანიშვილზე მთელი ილინოისი ლაპარაკობს. 20 წლის ქართველმა კლათბურთელმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის საკონფერენციო მატჩში რატჯერსს 35 ქულა ჩაუგდო და ილინოის ფაითინ ილინის რეკორდი დაამხო. აქამდე ილინოისის უნივერსიტეტის გუნდში ფრეშმენის მიერ ჩაგდებული ქულების მაქსიმუმი 34 იყო, რომელიც 1990 წელს დეონ ტომასმა მოაგროვა. ილინოისმა რატჯერსი ოვერტაიმში – 99:94 დაამარცხა.

ტომასი თამაშს ესწრებოდა და ბეჟანიშვილს რეკორდის გაუმჯობესება პირადად მიულოცა. მიმდინარე სეზონში კი საშუალოდ 12.2 ქულას, 5 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებს. ბეჟანიშვილი “ილინოის ფაითინ ილინის” ხუთეულის უცვლელი წევრია.

ბეჟანიშვილმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 20-ქულიანი ბარიერი 4-ჯერ დაძლია. არადა, მას ისეთ ძლიერ გუნდებთან უწევდა თამაში, როგორებიც “გონზაგა”, “ქსავიერი”, “ნოტრ დამი”, “ნებრასკა”, “მიჩიგან სტეიტი”, “მერილენდი”, “მიჩიგანი”, “მინესოტა”, “ჯორჯთაუნი” და სხვები არიან. Big Ten-ის კონფერენცია ერთ-ერთი უძლიერესია ამერიკის სტუდენტურ ლიგაში, სადაც დიდი ისტორიისა და რეპუტაციის 14 გუნდი ასპარეზობს.

ბეჟანიშვილმა რატჯერსს 35 ქულა ჩაუგდო და საუნივერსიტეტო რეკორდი დაამხო

ძველი და ახალი რეკორდების ავტორები: დეონ ტომასი (34 ქულა) და გიორგი ბეჟანიშვილი (35 ქულა)

ილინოისი 99:94 რატჯერსი მატჩის მიმოხილვა:

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: საბა ბერიკაშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება