საბურთალო 2 თურქეთში მიემგზავრება, სადაც 4-საკონტროლო მატჩს გამართავს

11 თებერვალი, 2019 0 103
საბურთალო 2 თურქეთში მიემგზავრება, სადაც 4-საკონტროლო მატჩს გამართავს


საბურთალო 2 ხვალ თურქეთში გაემგზავრება და 15 დღიან შეკრებას გაივლიან. თბილისელები ამ ხნის განმავლობაში ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ – 15 თებერვალს შვეიცარიის ქვედალიგელ თალვილს შეხვდებიან, 18-რიცხვში დანიის ბოლდკლუბთან მოსინჯავენ ძალებს, 22-ში კრასნოდარი 2-ს გაეჯიბრებიან, ხოლო შეკრებას 25 თებერვალს მოსკოვის დინამოს ფარმ-კლუბთან მატჩით დაასრულებენ.

თურქულ შეკრებაზე მთავარ მწვრთნელს რევაზ გოცირიძეს 22 ფეხბურთელი მიჰყავს:
გოგა ნასყიდაშვილი, ლუკა ლეჟავა, ანდრია ფურცელაძე, ბექა ბერიძე, შოთა ავლოხაშვილი, გიორგი ბერაია, იური ტაბატაძე, ბექა ხარაიშვილი, ალექსანდრე აბულაძე, ოთარ აფციაური, ნიკოლოზ ტალახაძე, ნიკოლოზ აბულაძე, შოთა ნონიკაშვილი, სანდრო ჭანტურიშვილი, კონსტანტინე კვეტენაძე, თეიმურაზ გაბუნია, ნიკა ღლონტი, ლაშა კოხრეიძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ფოჩხუა, თორნიკე გობრონიძე.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: საბა ბერიკაშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება