ცვლილებები ეროვნულ ჩემპიონატში

14 დეკემბერი, 2018 2 1 684
ცვლილებები ეროვნულ ჩემპიონატში


2019 წლის სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს კიდევ ერთი 10 გუნდიანი, ლიგა 4 დაემატება. ამასთან ლიგა 3-ში გუნდების რაოდენობა 10-მდე შემცირდა.


წელს ლიგა 3-დან ერთბაშად 10 გუნდი დაქვეითდა.
მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 ადგილოსნები (სამეგრელო, ჭიათურა, ვარკეთილი, ალგეთი) ლიგა 4-ში იასპარეზებენ, ხოლო მე-17,მე-18,მე-19 და 20-ე ადგილოსნები (გარდაბანი, სულორი, სამგურალი-2,მაჭახელა) კი ახალ სეზონს რეგიონალურ ლიგაში დაიწყებენ.

რეგიონალური ლიგიდან პირდაპირი წესით ლიგა 4-ში 4 გუნდი აღზევდა,
დასავლეთ ზონის, ზედა ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსანი - სენაკის ეგრისი და ზუგდიდის ოდიში და აღმოსავლეთ ზონის ზედა ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსანი თბილისი სითი და თბილისის სპაერი.

ლიგა 3-ის მე-15 ადგილოსანი მარკ სტარსი და მე-16 ადგილოსანი ხონის იმერეთი, ფლეი-ოფში, რეგიონალურ ლიგაში დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონის ზედა ჯგუფის მესამე ადგილოსნებს დაუპირისპირდნენ და ლიგა 4-ში 2 ვაკანტური ადგილი შეავსეს.

ფლეი-ოფის შეხვედრები ასეთი შედეგით დასრულდა

ხონის იმერეთმა საკუთარ მოედანზე ბათუმის დინამოს დუბლები 2:0 დაამარცხეს, სტუმრად კი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
მარკ სტარსმა კი ორივე შეხვედრა უშანსოდ დათმო გარეჯთან 1:4, 0:3.
ამრიგად ახალ სეზონში ხონის იმერეთი და საგარეჯოს გარეჯი ახალ სეზონში ლიგა 4-ში იასპარეზებენ.

ცვლილებები ეროვნულ ჩემპიონატში
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები

tamazino

30 იანვარი 2019, 12:28
Нравится 2
ეს ამდენი საფეხურებიანი ლიგები რა საჭიროა? რა, ასეთი სხვაობაა ფეხბურთელთა სათამაშო დონეებს შორის რომ 4 ლიგა და კიდევ რეგიონალური ლიგა? გააკეთეთ ისევ გამოცდილი 16 უმაღლესი ლიგა, 16 პირველი ლიგა და დანარჩენი მეორე(რეგიონალური) ლიგა, კარგით რა? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება.

დიტო ჩარუხჩოვი

3 თებერვალი 2019, 16:47
Нравится 3
ციტატა: tamazino
ეს ამდენი საფეხურებიანი ლიგები რა საჭიროა? რა, ასეთი სხვაობაა ფეხბურთელთა სათამაშო დონეებს შორის რომ 4 ლიგა და კიდევ რეგიონალური ლიგა? გააკეთეთ ისევ გამოცდილი 16 უმაღლესი ლიგა, 16 პირველი ლიგა და დანარჩენი მეორე(რეგიონალური) ლიგა, კარგით რა? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება.



ახალი ფორმატით უფრო დაძაბული და საინტერესო შეხვედრებია, ასე რომ 16-იანებს ისევ 10 გუნდიანი ლიგები ჯობია
კოდის განახლება