მერანმა ამხანაგურ მატჩში ზუგდიდი დაამარცხა (ვიდეო)

15 თებერვალი, 2019 0 314
მერანმა ამხანაგურ მატჩში ზუგდიდი დაამარცხა (ვიდეო)


მარტვილის მერანმა 15 თებერვალს მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დღეს, მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ჭყონდიდურმა გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებულ ზუგდიდს უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრის პირველი ნახევარი მერანის სრული უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებს მათ მიერ შექმნილი სახიფათო ეპიზოდებიდან ნახევარი მაინც, რომ გამოეყენებინათ, პირველ ტაიმშივე გადაწყვიტავდნენ თამაშის ბედს.

ანგარიში კი 21-ე წუთზე თენგიზ თოლორდავამ გახსნა. გაბრიელ საღრიშვილის კარგი პასის შემდეგ, თოლორდავამ ზუსტი დარტყმით დააწინაურა მერანი – 1:0.

სტუმრებმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გაათანაბრეს. მეგრული კლუბის ლეგიონერმა მარტინს ნვანკომ 46-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა.

დარჩენილ დროში, ძირითადად მერანი უტევდა და ზუგდიდელებმა 87-ე წუთამდე გაუძლეს მეტოქეს. მატჩის მიწურულს, უშანგი ბანძელაძე ჩაერთო კარგად ფლანგიდან შეტევაში, საჯარიმოში შევიდა და პენალტი მოიპოვა. თერტმეტმეტრიანი დარტყმა შეცვლაზე შემოსულმა დათა ციცხვაიამ შეასრულა ზუსტად - 2:1.

საბოლოოდ, მატჩი მარტვილელების გამარჯვებით - 2:1 დამთავრდა. მერანი ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთ საკონტროლო თამაშს გამართავს. 20 თებერვალს, გია გიგატაძის გაწრთვნილი გუნდი ლანჩხუთის გურიას უმასპინძლებს.


მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი (ზუგდიდი) 2:1
გოლები: 1:0 თენგიზ თოლორდავა (21’), 1:1 მარტინს ნვანკო (46’) 2:1 დათა ციცხვაია (87’პენ).

იხილეთ გოლები.



სტატია მომზადებულია მერანის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მიხედვით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება