banner_adsense

რანდერსი ლობჟანიძის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა

13 მარტი, 2019 0 121
რანდერსი ლობჟანიძის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა

დანიური კლუბი რანდერსი საბა ლობჟანიძის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა.

"საბა ლობჟანიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიგამოიძახეს. ახლა  საბას დროა. ჩვენი გუნდის თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გამოიძახეს. ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელი რანდერსში გამოსვლით გაიცნეს და საბას წარმატებას სამშობლოშიც აფასებენ. მან ეროვნულ გუნდში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. საქართველო ჯგუფში დანიასთან ერთად მოხვდა. ასე რომ შესაძლოა, ლობჟანიძე 10 ივნისს დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგაც ვიხილოთ“, – წერს რანდერსის ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 23 მარტს „დინამო არენაზე" შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს, 26 მარტს კი, დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება