ქუთაისის ცენტრალური სტადიონი დაიხურა და რეკონსტრუქციისთვის გაემზადა

13 მარტი, 2019 0 482
ქუთაისის ცენტრალური სტადიონი დაიხურა და რეკონსტრუქციისთვის გაემზადა

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის  სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამ სამუშაოების ჩასატარებლად 500 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს რომ შეესაბამებოდეს, დაიწყება ვიპ და პრეს ლოჟის, ასევე საკომენტატორო და საპრესკონფერენციო ოთახების განახლება, ასევე სტუმრებისთვის ახალი VIP სივრცე და ტორპედოს ისტორიის საგამოფენო სივრცის მოწყობა. მოწესრიგდება სველი წერტილები, საშხაპეები, გასახდელები, მსაჯთა ოთახები და სამედიცინო კაბინეტები. სტუმარი გუნდისთვის კი ცალკე სამედიცინო ოთახი.

ამას გარდა, სარბენ ბილიკზე კაუჩუკის ზედაპირი ხელოვნური საფარით შეიცვლება. ტრიბუნებზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება, ცენტრალურ შემოსასვლელთან 150 ავტომანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყობა. მსაჯთა და ფეხბურთელთა მოედანზე გასასვლელი გადაიხურება.

მოედნის საფარისთვის საჭირო ხარჯს სრულად ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს. ბალახის საფართან ერთად შეიცვლება სადრენაჟე და სარწყავი სისტემები. სავარაუდოა, რომ აღნიშნული სამუშაოები ივნისში დასრულდება და ქუთაისური კლუბი ევროტურნირს სახლში შეხვდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ჩაატარებს ქუთაისის ტორპედო საშინაო მატჩებს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება