banner_adsense

ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

14 მარტი, 2019 0 160
ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

22 და 26 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია ცეცაძის გუნდი ჯერ სლოვენიას შეხვდება, მერე კი ისრაელს. ორივე ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

21-წლამდელები 18 მარტიდან შეიკრიბებიან და ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ივარჯიშებენ. აქვე ჟურნალისტების საყურადღებოდ: 21 მარტს ვარჯიშის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას ჩაატარებს.

გია ცეცაძის რჩეული 23-კაციანი სია ასეთია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გივი ხეცურიანი (სიონი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).



GFF.GEскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება