banner_adsense

თურქეთის სასამართლომ ცხინვალის 5 ფეხბურთელი უდანაშაულოდ ცნო

14 მარტი, 2019 0 307
თურქეთის სასამართლომ ცხინვალის 5 ფეხბურთელი უდანაშაულოდ ცნო

თურქეთის სასამართლომ, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის ხუთივე ფეხბურთელი უდანაშაულოდ ცნო. როგორც საინფორმაციო სააგენტოს "ინტერპრესნიუს" კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ კარტოზიამ განუცხადა, ფეხბურთელები უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან და საფეხბურთო საქმიანობას გააგრძელებენ. კარტოზიას თქმით  თურქეთის სასამართლომ ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ არც ფინანსური და არც სადეპორტო სანქცია არ გამოიყენა, რაც მათ სრულ უდანაშაულობაზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ  21-თებერვალს თურქული მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ანტალიის სავაჭრო ცენტრში ცხინვალის 5 ფეხბურთელი - გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. ქურდობის გამო დააკავეს. კლუბის ხელმძღვანელობა კი ყოველივე ამგვარ ქმედებას უარყობდა და აღნიშნულ ფაქტს მაღაზიაში მომხდარი გაუგებრობით ხსნიდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება