დათა სიჭინავა: გინახავთ ქურდი, რომელიც მოპარული ნივთის ჩეკს წარადგენს?

14 მარტი, 2019 0 557
დათა სიჭინავა: გინახავთ ქურდი, რომელიც მოპარული ნივთის ჩეკს წარადგენს?

თურქეთის სასამართლომ, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის ხუთივე ფეხბურთელი უდანაშაულოდ სცნო. როგორც საინფორმაციო სააგენტოს "ინტერპრესნიუს" კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ კარტოზიამ განუცხადა, ფეხბურთელები უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან და საფეხბურთო საქმიანობას გააგრძელებენ. კარტოზიას თქმით  თურქეთის სასამართლომ ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ არც ფინანსური და არც სადეპორტო სანქცია არ გამოიყენა, რაც მათ სრულ უდანაშაულობაზე მეტყველებს.

ამ თემასთან დაკავშირებით დათა სიჭინავამ კომენტარი პირველ არხთან საუბრისას გააკეთა: "სასამართლოზე ჩვენ ჩეკები წარმოვადგინეთ – გეკითხებით, გინახავთ ქურდი, რომელიც მოპარული ნივთის ჩეკს წარადგენს? ეს ხომ წარმოუდგენელია. იგივეზე მეტყველებს სასამართლოს გადაწყვეტილება – ჩვენ არც ფინანსურად დავუჯარიმებივართ და არც დეპორტი შეგვხებია. დამნაშავეებს კი ასე არ ექცევიან

შეგახსენებთ, რომ  21-თებერვალს თურქული მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ანტალიის სავაჭრო ცენტრში "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი - გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. ქურდობის გამო დააკავეს. კლუბის ხელმძღვანელობა კი ყოველივე ამგვარ ქმედებას უარყობდა და აღნიშნულ ფაქტს მაღაზიაში მომხდარი გაუგებრობით ხსნიდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: ლევან ქობალია

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება