U20 |უმცროსი ბორჯღალოსნების სამხრეთ აფრიკული ტურნეს მატჩების განრიგი ცნობილია

05 აპრილი, 2019 0 45
U20 |უმცროსი ბორჯღალოსნების სამხრეთ აფრიკული ტურნეს მატჩების განრიგი ცნობილია


უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მასში 16 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

ჩვენი გუნდი 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვუს ემზადება და სამხრეთ აფრიკული ტურნე მისი დასკვნითი ნაწილია. ისევე, როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდი 4-4 დღის ინტერვალით სამ თამაშს გამართავს.

მოსამზადებელი ტურნირი ვესთერნ ქეიფში გაიმართება და 9 აპრილს,არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებისა და ნამიბია XV-ის (კაცთა გუნდი) მატჩით გაიხსნება, საღამოს კი, უმცროსი ბორჯღალოსნები მასპინძელთა 20-წლამდელებს შეხვდებიან. საგულისხმოა, რომ ეს გუნდები 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში არიან. შეხვედრები „პეარლ ჯიმნეზიუმის“ სტადიონზე ჩატარდება.

მეორე სათამაშო დღეს, 13 აპრილს, რევენსმიდის „თაიგერბერგ რაგბი ქლაბის“ სტადიონზე სამხრეთ აფრიკელი ახალგაზრდები ნამიბიელებს, ხოლო უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინელ თანატოლებს ეთამაშებიან. ტურნირის ფინალური თამაშები სტელენბოშში, 17 აპრილს „პოლ როსის“ გიმნაზიის სტადიონზე გაიმართება და უმცროსი „ბოკე“ არგენტინას, ხოლო ჩვენი გუნდი ნამიბია XV-ს შეხვდება.

უმცროსი ბორჯღალოსნების 30-კაციან რაზმში ოთხი ლეგიონერია. ამ ეტაპზე გუნდს სამი ლეგიონერი დააკლდა - ვანო კარკაძე, გია ხარაიშვილი და ზაურ თევდორაშვილი. საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან მატჩის შემდეგ, გუნდს დაემატა თედო აბჟანდაძე, რომელმაც უკანასკნელ 5 თვეში ბორჯღალოსნებში 7 კეპის მოხვეჭა მოასწრო.

უმცროსი ბორჯღალოსნების სამხრეთ აფრიკული ტურნეს მატჩების განრიგი

U20 |უმცროსი ბორჯღალოსნების სამხრეთ აფრიკული ტურნეს მატჩების განრიგი ცნობილია
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სტატიის ავტორი: საბა ბერიკაშვილი

მსგავსი სიახლეებ
კომენტარები
კოდის განახლება