ავტორი: ლევან ქობალია

"რეალურად არაფერი ვიცოდი და სწორედ იქ დაგროვებულმა გამოცდილებამ მომცა განვითარების საშუალება"

"რეალურად არაფერი ვიცოდი და სწორედ იქ დაგროვებულმა გამოცდილებამ მომცა განვითარების საშუალება"
22-06-2020, 19:37
 
   

Blogsport-ი გოგა წურწუმიას დაუკავშირდა, რომელიც წლებია სპორტულ ჟურნალისტიკას ემსახურება. 

90wuti.ge-ს დამფუძნებელი და გადაცემა სპორტის კვირის ერთ-ერთი ავტორი საინტერესო თემებზე გვესაუბრა. 

რატომ ჟურნალისტიკა? 
სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რადგან წლების წინ არჩევანის წინაშე ვიდექი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ რაღაც აქტიურ საქმეს უნდა ჩავჭიდებოდი და მოხდა ისე, რომ ბოლოს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ავირჩიე. 
საქმისადმი მიდგომა... 

არ ველოდი, რომ ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც ახლა არის. დაახლოებით 4 წლის წინ გიგლა გობეჩიამ, რომელიც ერთ-ერთი საგნის ლექტორი იყო შეხვედრაზე დამიბარა და ადამიანები გამაცნო, რომლებიც კონკრეტულ სპორტულ ვებ-გვერდს მართავდნენ. 

თავის დროზე რეალურად არაფერი ვიცოდი და სწორედ იქ დაგროვებულმა გამოცდილებამ მომცა განვითარების საშუალება. 

წლების განმავლობაში მქონდა მცდელობა რაღაც საკუთარი შემექმნა, თუმცა ფინანსური და ადამიანური რესურსის არ ჰქონამ, ფაქტობრივად, 2 პროექტი ჩამიგდო. 

რა პროექტებზეა საუბარი? 

პირველივე მცდელობა 2015 წელს მქონდა, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა ვები შევქმენით, თუმცა მხოლოდ, ამბიცია საკმარისი არ აღმოჩნდა. 

მეორე მცდელობა JRTV-ის პროექტი იყო, სადაც დამწყები ჟურნალისტებისთვის ვაპირებდი კარის გაღებას და ერთად რაღაც სიახლის შექმნას, მაგრამ ფაქტია, რომ ფინანსების არ ჰქონის გამო ბევრმა მუშაობაზე უარი განაცხადა. 

მესამე კი, 90wuti.ge ეს პროექტი იმდენად მომწონს თავისი არსით, რომ ჯერ “ვუძლებთ“, რადგან ბაზარზე არსებული მძიმე ვითარება, რომელიც კორონავირუსის პანდემიითა გამოწვეული, არ გვაძლევს სასურველი შედეგის დადებას. 

გადაცემა... 

სპორტის კვირა საინტერესო პროექტია, რომელიც აუცილებლად იპოვის თავის გზას. უკვე ახალი შემადგენლობით ვართ და პლუს კარგი იდეებით ვიწყებთ. 

მე და ჩემი კოლეგა ტატო ნიკურაძე ვრჩებით და ანა ზარქუა დაგვემატა, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. 

პირველი სიუჟეტიც მზადაა ეთერ ლიპარტელიანზე, რომელიც ანამ მოამზადა და ვფიქრობ ყურებად ღირს.