ავტორი: ტატო ნიკურაძე

კახა კაჭარავა: რა ანგარიშიც არ უნდა იყოს მატჩი 90 წუთი გრძელდება

კახა კაჭარავა: რა ანგარიშიც არ უნდა იყოს მატჩი 90 წუთი გრძელდება
28-07-2020, 20:48
 
   

პოსტ პანდემიის შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგა განახლდა. ზოგი გუნდი ჩემპიონატის განახლებას კარ სათამაშო ფორმაში შეხვდა, ზოგსაც პანდემიამ ხელი შეუშალა.

7 ტურის შემდეგ, საფეხბურთო კლუბი სამტრედია 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა. კახა კაჭარავას გუნდი ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე დინამოსთან განადგურდა-0:4.

Blogsport.ge სამტრედიას მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

"თბილისის დინამოს წინააღმდეგ მატჩი კარგად დავიწყეთ და უპირატესობასაც ვფლობდით, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში ორი გოლი გავუშვით, რომლებიც ჩვენსავე უხეშ შეცდომებს მოყვა. რა ანგარიშითაც არ უნდა მარცხდებოდა, შეხვედრა 90 წუთი გრძელდება და ბოლომდე უნდა იბრძოლო. სამწუხაროდ, მატჩში მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ჩვენი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდნენ.

გუნდს გაძლიერება რა თქმა უნდა სჭირდება. პრობლემები შეტევის ფაზაში გვაქვს. ბევრ მომენტს ვაფუჭებთ. ვგეგმავდით რამდენიმე ლეგიონერის ჩამოყვანას, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ამიტომაც, ვცდილობთ ადგილობრივ ბაზარზე დავიმატოთ ფეხბურთელები. არფანგ დაფეს მცირე ტრავმა აწუხებს და დიდი ალბათობით ბათუმთან მატჩშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ბათუმის დინამო კარგი გუნდია, ძლიერი მწვრთნელით. მთავარია ჩვენ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
"-ამბობს კახა კაჭარავა.