ავტორი: ტატო ნიკურაძე

ნიჯატ ყურბანოვი: აზერბაიჯანის და საქართველოს ჩემპიონატები ერთ დონეზეა

ნიჯატ ყურბანოვი: აზერბაიჯანის და საქართველოს ჩემპიონატები ერთ დონეზეა
12-08-2020, 22:21
 
   

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, პირველი წრე დასრულდა. ცხრა ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის დინამო, ლიდერობს. მეორე ადგილზე ბათუმის დინამო იმყოფება, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია (4 მოგება, 5 ფრე). მესამე ადგილს კი, გორის დილა იკავებს.

საქართველოს ჩემპიონატში არაერთ ლეგიონერს უთამაშია. მათგან ზოგიერთმა თავი კარგად დაგვამახსოვრა, ზოგიც საერთოდ რომ არ ყოფილიყო, არაფერი დაშავდებოდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი სამტრედიას აზერბაიჯანელი შემტევი ნიჯატ ყურბანოვია. მიუხედავად იმისა, რომ სამტრედია საკმაოდ არადამაჯერებელ ფეხბურთს თამაშობს, 27 წლის შემტევი იმერელთა რიგებში ნამდვილად გამორჩეულია. მან 7 შეხვედრაში 3 ბურთი გაიტანა. წინა ტურის მატჩში კი, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ, მან ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს მინიმუმ ორი კვირა ვერ დაეხმარება.

Blogsport.ge ნიჯატ ყურბანოვს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

ნიჯატ, უპირველეს ყოვლისა, თქვენს ჯანმრთელობაზე გკითხავთ. როგორ გრძნობთ თავს და სავარაუდოდ როდისთვის შეძლებთ ვარჯიშის განახლებას?

დიდი მადლობა მოკითხვისთვის. ბათუმის დინამოსთან შეხვედრაში ფეხის ტრავმა მივიღე. რენტგენზე როგორც გამოჩნდა, კუნთი მაქვს გაწყვეტილი, მაგრამ, საბედნიეროდ, სერიოზულ ტრავმას გადავურჩი. ექიმების თქმით, ორ კვირაში შევძლებ ვარჯიშს და, იმედია, ფორმასაც აღვიდგენ.

როგორ მოხვდით სამტრედიაში და რას იტყვით ამ გუნდში გატარებულ პერიოდზე?

სამტრედიას ერთი წლის წინ შევუერთდი. ფეხბურთს დროებით ჩამოშორებული ვიყავი და კარიერის დასრულებასაც ვფიქრობდი, მაგრამ სამტრედიას ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ ჩემს აგენტს და მათი ჩემი მისამართით ინტერესი გამოთქვეს. აქ ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ გუნდში საკმაოდ ამბიციური და გრძელვადიანი გეგმები ჰქონდათ. ადაპტაცია არ გამჭირვებია. გუნდს მალე შევეწყვე. მნიშვნელოვანი გოლებიც გავიტანე და ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დავბრუნდით.

სამტრედიამ მიმდინარე სეზონი საკმაოდ არადამაჯერებლად დაიწყო (2 მოგება, 2 ფრე, 5 მარცხი), ამის შესახებ რას გვეტყვით?

ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცუდად დავიწყეთ სეზონი. ახალი გუნდი ვართ და გუნდის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, შედეგებით კმაყოფილი არ ვართ, მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, ჯერ ყველაფერი წინაა.

ჩემპიონატის ნახევარი უკვე მიილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამტრედიას უდაო ლიდერი და გოლეადორი ხართ. თავად როგორ შეაფასებთ თქვენს თამაშს?

თითოეულ თამაშში ყველა ფეხბურთელი ბოლომდე ვიხარჯებით და ვცდილობთ, მაქსიმუმი გავიღოთ წარმატების მისაღწევად. მე რამდენიმე გოლი გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. როდესაც გუნდი იგებს ის ყველას დამსახურებაა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში წლების განმავლობაში თამაშობდით, ამიტომაც თქვენგან საინტერესოა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატების შედარება.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში განსაკუთრებით ორი გუნდის გამოყოფა შეიძლება: ყარაბაღი და ბაქოს ნეფტჩი. მათ დიდი ფინანსები აქვთ, ბევრი ლეგიონერი ჩამოჰყავთ და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზეც ხშირად თამაშობენ. დანარჩენი გუნდები კი