ავტორი: ტატო ნიკურაძე

მიკოლა კოვტალიუკი: სატურნირო ცხრილში ჯერ არ ვიხედები

მიკოლა კოვტალიუკი: სატურნირო ცხრილში ჯერ არ ვიხედები
13-08-2020, 15:55
 
   

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი, Crystalbet ეროვნული ლიგა, გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკვე გამოიკვეთა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც წლევანდელ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ-დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, დილა გორი და საბურთალო.

გიორგი ნემსაძის დამოძღვრილმა დილამ პირველი წრე იდეალურად ჩაატარა(4 მოგება, 4 ფრე, 1 მარცხი) და გათამაშების ცხრილის მესამე ადგილზეა.

გორელთა ლიდერი 25 წლის უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკია. უკრაინელმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

Blogsport.ge მიკოლა კოვტალიუკს დაუკავშირდა და მას მცირე კომენტარი ჩამოართვა.

სეზონი კარგად დავიწყეთ და ლიდერებში ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ჩემპიონატი ისეთი დაძაბული და რთულია, რომ წინასწარ ვერცერთ გუნდთან ვერ დაგეგმავ გამარჯვებას. ვფიქრობ, მომდევნო სამ მატჩში გამოიკვეთება უკვე რეალურად რისთვის იბრძოლებს დილა. სატურნირო ცხრილში ჯერ არ ვიხედები. უბრალოდ, ყოველ თამაშში მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ.