ავტორი: ტატო ნიკურაძე

გოჩა სვანიძე: ოფიციალურად, ნოემბრის შემდეგ არ ვარ პრეზიდენტი

გოჩა სვანიძე: ოფიციალურად, ნოემბრის შემდეგ არ ვარ პრეზიდენტი
14-08-2020, 20:57
 
   

ქართულ რაგბიში არსებული მძიმე კრიზისი გრძელდება. არსებული ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა გოჩა სვანიძემ დატოვა. კრიზისის დასაძლევად შეიქმნა სპეციალური საბჭო რომლის ხელმძღვანელედაც გიორგი გორგასლიძე(ჩელე) დაინიშნა, მაგრამ დღეს თანამდებობა მანაც დატოვა.
დღეს, საქართველოს რაგბის კავშირში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჩემპიონატის 31 გუნდი ქართული რაგბის მძიმე ვითარებაზე საუბრობდა. მათი თქმით, ქართული რაგბი ჩამოშლის ზღვარზეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს ესაუბრა.

- მე, ოფიციალურად 29 ნოემბრის შემდეგ აღარ ვარ რაგბის კავშირის პრეზიდენტი, აქედან გამომდინარე დღევანდელ პრესკონფერენციასთან და ქართულ რაგბიში არსებულ ვითარებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნოემბრიდან მოყოლებული მეც გარედან ვაკვირდები რაგბიში მიმდინარე მოვლენებს- ამბობს გოჩა სვანიძე.