ავტორი: ტატო ნიკურაძე

რომან ჭანტურია: ერთობა, მეგობრობა, ურთიერთგაგება - დილას მთავარი ძალა

რომან ჭანტურია: ერთობა, მეგობრობა, ურთიერთგაგება - დილას მთავარი ძალა
18-08-2020, 17:34
 
   

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი, Crystalbet ეროვნული ლიგა, რომელიც პანდემიისგან გამოწვეული პაუზის გამო, წელს შეცვლილი ფორმატით, ორ წრედ, ჩატარდება გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკვე, გამოიკვეთა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც წელს მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ და ისინი გაძლიერებასაც აქტიურად განაგრძობენ. ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც წელს მაღალი მიზნები და საჩემპიონო ამბიცია ექნება გორის დილაა. გიორგი ნემსაძის გუნდი ამჯერად მესამე ადგილს იკავებს.

აშკარაა, რომ დილამ კარგად დაწყებული პირველი წრე ბოლოსკენ ოდნავ ჩააგდო. ამის მთავარი მიზეზი კი, მოკლე სკამი გახლავთ. ახლა, შიდა ქართლელებმა 24 წლის ცენტრალური თავდამსხმელი რომან ჭანტურია დაიმატეს. ჭანტურია თბილისის ლოკომოტივის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, შემდეგ ის იტალიური ემპოლის ასაკობრივ გუნდებსა და სერია ა-შიც გამოდიოდა. მის კარიერაში ასევე იყო: პორტუგალიური ოლანენსე; იტალიური პრატო და მალტური სენგლეა. ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, რომან ჭანტურიას მშობლიური თბილისის ლოკომოტივისა და ბათუმის დინამოს შემადგენლობაში უთამაშია.


- 6 თვიანი პაუზის შემდეგ, ძალიან რთული იყო სადმე წასვლა და იქ ფეხის მოკიდება, მითუმეტეს ჩემი ამჟამინდელი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე. ამ დროს გამოჩნდა, გორის დილა, რომლებმაც შემომთავაზეს გუნდში მისვლა და მაქსიმალური ხელშეწყობა ფორმის აღსადგენად, რისთვისაც დიდი მადლობა მათ- ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელობას და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს მეგობარს, მასტერლიგის დამფუძნებელს აკაკი ხლაბუსტოვს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი გორის დილაში ტრანსფერში.

ვფიქრობ, ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და შესწევს ძალა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოდ. მეგობრობა, ერთობა, ურთიერთგაგება-ეს არის გორის დილას ყველაზე დიდი პლუსი. -ამბობს რომან ჭანტურია.



უგუნდოდ დარჩენა და სათამაშო ფორმა

- 2019 წლის დეკემბერში მომირჩა ემპოლისთან კონტრაქტი და მაგის შემდეგ უგუნდოდ ვარ. ბათუმის დინამოში იჯარის წესით ითამაშეს. ფორმის შენარჩუნება ინდივიდუალური ვარჯიშით ძალიან რთულია, ამიტომაც ფორმიდან ამოვარდნილი ვიყავი და წონის პრობლემაც მქონდა, რაშიც გორის დილა ძალიან დამეხმარა და იმედია ჩემი თამაშით მათ ამ გვერდში დგომას დავუფასებ. -ამბობს რომან ჭანტურია.

იტალიური პერიოდი

- იტალიაში თამაშით და და იქ გატარებული პერიოდით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. არა მხოლოდ, საფეხბურთო, არამედ ცხოვრებისუელიც. აქედან გამომდინარე, იტალიაში გატარებული დროიდან, მხოლოდ კარგი და დადებით მახსენდება. -ამბობს რომან ჭანტურია.