ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბიძინა სამხარაძე: ნაკრებიდან ნაადრევად მომკვეთეს

ბიძინა სამხარაძე: ნაკრებიდან ნაადრევად მომკვეთეს
2-09-2020, 17:55
 
   

ქართულ რაგბიში არსებული მძიმე კრიზისი და ვითარება ნელ-ნელა აღმოიფხვრის გზაზეა. მალე, ეროვნული ჩემპიონატიც დაიწყება, ოღონდ წელს უმაღლეს დივიზიონში 10-ის ნაცვლად 12 გუნდი ითამაშებს.

სასიამოვნოა, რომ საქართველოს ჩემპიონატს ისეთი გამოცდილი მორაგბე უბრუნდება, როგორიც ბიძინა სამხარაძეა. 36 წლის ჰავბეკს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 61 მატჩი აქვს ჩატარებული და ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე( ორჯერ 7-კაცა ნაკრებში) უთამაშია. ბოლოს, ის რუმინულ ტიმიშოარა სარასენსში თამაშობდა. წელს კი, პატარძეულის ვეფხვებს შეუერთდა.

Blogsport.ge ბიძინა სამხარაძეს დაუკავშირდა და მას საინტერესო თემებზე ესაუბრა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცხრა წლის განმავლობაში ვითამაშე. ვიასპარეზე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე და “ბორჯღალოსანთა” კვართი 61-ჯერ მოვირგე. ამ ცხრა წლის განმავლობაში ბევრი მტკივნიეული მარცხიც ყოფილა, მაგრამ ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით და ყველა ერთად ვინრძოდით და ვშრომობდით ნაკრების წარმატებისთვის. ჩემთვის ნაკრებში ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიასთან გამართული შეხვედრა იყო, რომელშიც ძალიან ცოტა დაგვაკლდა დიდ სენსაციამდე. ეს გამოუცდელობის ნაკლებობის ბრალია და იმის, რომ მაშინ არ ვიყავით მზად ასეთ გუნდებთან სათამაშოდ. ასევე, თბილისში ჩატარებული თითოეული მატჩი და ქართველი გულშემატკივრების ოვაციებივდა და გამარჯვების სიხარული არასდროს დამავიწყდება.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში ცხრა წელი ვითამაშე, მაინც ვფიქრობ, რომ “ბორჯღალოსანთა” რიგებში ჩემი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე. 28 წლის ვიყავი, როდესაც ნაკრებიდან. სრულიად უსაფუძვლოდ მომკვეთოს, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი კარიერის პიკი. რუმინეთში ჩემპიონი გავხდი, რუმინეთის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე გავხდი და ჩემს მიმართ არანაირი ინტერესი არ ყოფილა. რაგბის კავშირის წარმომადგენლებს ერთხელაც კი არ მოულოციათ. არადა, ნაკრებში კიდევ შემეძლო ბევრი კარგი საქმის გაკეთება.

საქართველოს ჩემპიონატი, პირდაპირ ვიტყვი, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ მე აქ დავბრუნდი, რადგან ქართულ რაგბის ვემსახურო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო ადგილობრივ მორაგბეებს.

მე მჯერა ირაკლი აბუსერიძის და მისი გუნდის და დარწმუნებული ვარ ამ გუნდს შეუძლია ქართული რაგბის კრიზისიდან გამოყვანა.-ამბობს ბიძინა სამხარაძე.