ავტორი: ტატო ნიკურაძე

ვლადიმირ დიმიტროვსკი: შანსებს თანაბრად შევაფასებდი

ვლადიმირ დიმიტროვსკი: შანსებს თანაბრად შევაფასებდი
6-09-2020, 15:17
 
   

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. „ჯვაროსნებმა" ტალინში ნიკა კაჭარავას ერთადერთი გოლით ესტონეთი დაამარცხეს და მეორე ჯგუფს ჩრ.მაკედონიასთან ერთად ლიდერობენ. გეტყვით, რომ მაკედონიელებმა, სკოპიეში, სომხეთი 2:1 დაამარცხეს.

8 სექტემბერს, „დინამო არენაზე", სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამ მატჩის წინ, ჩვენ საფეხბურთო კლუბ თელავის ჩრ.მაკედონიელ ცენტრალურ მცველს, ვლადიმირ დიმიტროვსკის, დავუკავშირდით და მას მცირე კომენტარი ვთხვეთ, თუ რა მოლოდინები აქვს აღნიშნულ მატჩზე. გეტყვით იმასაც, რომ დიმიტროვსკის ჩრ.მაკედონიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული.

-ჩრ.მაკედონიას საკმაოდ დაბალანსებული და ძლიერი შემადგენლობა ყავს. ფეხბურთელები მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ, მაგრამ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ მათ სათამაშო ფორმაზე საუბარი ძალიან რთულია. მაკედონიის ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა, თუმცა, გუნდმა არცთუ დამაჯერებელი თამაში აჩვენა. საქართველომ კი, ესტონეთის ნაკრები დამარცხება შეძლო. ორივე გუნდს კარგი სტარტი აქვს, რაც ფსიქოლოგიურად ფეხბურთელებს კარგად განაწყობს.

საკმაოდ საინტერესო თამაშის მოლოდინი მაქვს. შანსებს თანაბრად შევაფასებდი. ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.
-ამბობს ვლადიმირ დიმიტროვსკი.