ავტორი: ტატო ნიკურაძე

ვიქტორ კოლელიშვილი: განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა ტრამპლინისთვის უნდა გამოვიყენოთ

ვიქტორ კოლელიშვილი: განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა ტრამპლინისთვის უნდა გამოვიყენოთ
16-09-2020, 01:28
 
   

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რიგები და ზოგადად სარაგბო კარიერა კიდევ ერთმა გამორჩეულმა ქართველმა მოთამაშემ ვიქტორ კოლელიშვილმა დატოვა. მიზეზი 2-წლიანი იძულებითი პაუზა იყო. მოგეხსებათ, ამ ხნის განმავლობაში მან რამდენიმეჯერ გადაიტანა ტვინის შერყევა, რის გამოც მას კარიერის დასრულება მოუწია.

30 წლის მორაგბემ საქართველოს ნაკრებში 50 მატჩი ჩაატარა და 5 ლელო მიითვალა.

Blogsport.ge ვიქტორ კოლელიშვილს, საფრანგეთში, დაუკავშირდა და მას მცირე კომენტარი ჩამოართვა, რომელიც "შემოდგომის ერთა თასი 2020"-ის ტურნირს ეხება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ჯგუფში "ბორჯღალოსნების" მეტოქეები-ინგლისი, უელსი და ირლანდია იქნებიან.

- 8 ერის ტურნირზე მონაწილეობა ქართული რაგბის დიდი წარმატება და გამოწვევაა.
სამწუხაროდ, პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ ბევრი თამაშის საშუალება არ გვეძლევა და ეს ტურნირი უნიკალური შანსია, ასეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ის სამომავლო განვითარებისთვის ტრამპლინად უნდა გამოვიყენოთ. -ამბობს ვიქტორ კოლელიშვილი.