ავტორი: ლევან ვარდოსანიძე

გიორგი ჭიაბრიშვილი: ლოკომოტივი მოედანზე ასი პროცენტით კონცენტრირებული გავა

გიორგი ჭიაბრიშვილი: ლოკომოტივი მოედანზე ასი პროცენტით კონცენტრირებული გავა
16-09-2020, 22:20
 
   

თბილისის ლოკომოტივი უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს 17 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამარავს.

"რკინიგზელთა" მეტოქე მოსკოვის დინამო იქნება, ამ ძალიან პრინციპული დაპირისპირების წინ კი გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ტრავმირებული ფეხბურელები არ გვყავს, ეროვნულ ლიგაში ჩატარებული უკანასკნელი მატჩის გავალისწინებით კი მატჩს კარგ განწყობაზე ვხვდებით"

"ის ფეხბურელები, რომლებიც განაცხადში მოხვდნენ, ასი პროცენტით მზად არიან სრული დატვირთვით თამაშისვის, გამონაკლისი მხოლოდ კირკიტაძეა, რომელიც სასურველ კონდინციებში ჯერ კიდევ არ არის"

" კრაიოვას მსგავსად დინამოც საფუძვლიანად შევისწავლეთ, თუმცა მათ შორის ერთი დიდი განსხვავებაა რაც ამ ეტაპზე საქმეს ართულებს, ჩვენი წინა მეტოქე ძალიან ხშირად თამაშობდა ერთი და იგივე შემადგენლობით, დინამო კი როტაციას ხშირად მიმარავს. ასევე ვითვალისიწნებთ, რომ მოსკოველები მეტად გამოცდილები არიან ევროტურნირებზე ასპარეზობის კუთხით"

" პირადად ჩემთვის მნიშნელოვანია ამ გამოწვევის მიღება, მჯერა ადრე თუ გვიან რომელიმე ქართული კლუბი ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ეს ძალიან მნიშნელივანია ქარული ფეხბურთისვის"

"ჩემმა გუნდმა იცის, რომ პროვოკაციას არუნდა აყვეს, მოედანზე ყველას თავისი საქმე ექნება, ჩვენი ამოცანა თავდადებით თამაშია და შემიძლია გითხრათ, ლოკომოტივი მოედანზე ასი პროცენტით კონცენტრირებული გავა".

" ეს იქნება თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოს დაპირისპირება, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებ, ჩვენ გვსურს ჩვენმა ხალხმა მატჩის შემდეგ სიხარული განიცადოს"

" ჩვენი ამ ეტაპამდე მოსვლა ერთობის შედეგი იყო, რაც მოედანზეც გადავიდა, ამის გამო მინდა ყველას მადლობა გადავუხადო"

შეგახსენებთ, რომ ხსენებული დაპირისპირება, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება.