ავტორი: ტატო ნიკურაძე

რევაზ ჩელებაძე: ჯერ ქვეყანა განვითარდეს და მერე ფეხბურთსაც ეშველება

რევაზ ჩელებაძე: ჯერ ქვეყანა განვითარდეს და მერე ფეხბურთსაც ეშველება
26-09-2020, 21:17
 
   

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამო ფარერის კუნძულების ჩემპიონ კლაქსვიკთან 1:6 განადგურდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ამ სამარცხვინო წაგების შემდეგ, Blogsport.ge-სთან კომენტარი თბილისის დინამოსა და ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, რევაზ ჩელებაძემ გააკეთა.

-რთულია სიტყვების გამოძებნა. ეს არის სამარცხვინო შედეგი და ამ სირცხვილს თბილისის დინამო ვერასდროს ჩამოირეცხავს.
ეს, კონკრწტულად, დინამოს და ამ გუნდის ფეხბურთელების ბრალი არ არის. ზოგადად, ქვეყანაში არის ფეხბურთისადმი არასწორი მიდგომა. ფეხბურთში მილიონები იხარჯება, ჩვენ კი, მიზერული კაპიტალის ჩადებაც არ გვინდა და შედეგებს ვითხოვთ. ბავშვთა ფეხბურთი, შეიძლება ითქვას, უყურადღებოდ არის მიგდებული და ასე ვერ განვავითარებთ ფეხბურთს.

მოსკოვის დინამოს, ვოლგოგრადის როტორს და ასეთ გუნდებს იოლად ვუგებდით და სადაც "გავიღვიძებდი" იქ ვუტანდი გოლს. ახლა კი, რუსეთის ჩემპიონატი გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ჩვენი ჩემპიონატი.

თბილისის დინამომ ბათუმს უშანსოდ მოუგო და შემდეგ ფარერის კუნძულების გუნდთან განადგურდა. ქვეყნის პირველი გუნდი, რომ ასეთი გვყავს, მეორე-მესამე რა იქნება?

მაგრამ, საქართველოში მრავალი სხვა პრობლემაა მოსაგვარებელი. ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, ამდენი დევნილი და სოციალურად დაუცველია ქვეყანაში და მილიონი პრობლემაა და ამის ფონზე რთულია ფეხბურთის განვითარებაზე იფიქრო.

ერთი ბელარუსთან მატჩის იმედით ვცოცხლობთ ყველა და ამ მატჩის მოგება ქართულ ფეხბურთში დადებითი ძვრების მომტანი იქნება.-ამბობს რევაზ ჩელებაძე
.