ავტორი: ტატო ნიკურაძე

გიორგი დევდარიანი: რევოლუციურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

გიორგი დევდარიანი: რევოლუციურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ
3-11-2020, 20:14
 
   

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე 8 დღე რჩება. 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები „დინამო არენაზე" ჩრ.მაკედონიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ამ მატჩის მოლოდინებზე და ქართულ ფეხბურთზე სასაუბროდ Blogsport.ge საფეხბურთო ექსპერტს, გიორგი დევდარიანს ესაუბრა.

- ჩრ.მაკედონიის წინაღმდეგ შეხვედრას მთელი საქართველო განსაკუთრებული მოლოდინით ელის. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები შეძლებენ იმ დონეზე თამაშს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჰქვია. ეს მატჩი რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთში დადებით ძვრებს გამოიწვევს, მაგრამ რაღაც რევოლუციურ ცვლილებებს არ ველოდები.

ყაზახეთს, ბელარუსს- ასეთ გუნდებს მოვუგეთ და ილუზია შევიქმენით, რომ ძლიერი ნაკრები გვყავს, მაშინ როდესაც შესარჩევ ციკლში, მხოლოდ, გიბრალტარს მოვუგეთ თამაში. როდესაც, ქართული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგი წლიდან წლამდე დაბლა მიდის და წელს საერთოდ დინამო ფარერებზე განადგურდა.

მე არ დავიწყებ ბანალურ ფრაზებს, რომ ფინანსებია საჭირო ფეხბურთის ასაღორძინებლად. უპირველეს ყოვლისა, ისეთი საფეხბურთო მენეჯრები, რომელთაც კლუბის განვითარების გეგმა ექნებათ, მწვრთნელებს ენდობიან და ხშირად არ შეცვლიან. ასევე, ვიტყვი იმასაც, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს მეტი პროფესიონალიზმი სჭირდებათ, რაც ზოგიერთს ნამდვილად დაეწუნება.
- ამბობს გიორგი დევდარიანი.