ავტორი: აჩი ფევაძე

სანჩო დორტმუნდში ბედნიერია

სანჩო დორტმუნდში ბედნიერია
8-05-2021, 23:44
 
   

21 წლის ინგლისელმა გარემარბმა საკუთარ მომავალზე ESPN-სთან ინტერვიუში ისაუბრა: “დავტოვებ კლუბს? არ ვიცი მომავალში რა მოხდება. ამ ეტაპზე დორტმუნდში თამაშით ბედნიერი ვარ. მე მიყვარს ეს კლუბი და გულშემატკივარი.”

სანჩოს არაერთ გუნდს უკავშირებენ, ყველაზე ხშირად კი მანჩესტერ იუნაიტედს. მას დორტმუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, Transfermarkt-ის ვერსიით კი ახალგაზრდა ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.