ავტორი: აჩი ფევაძე

გასპერინი ტოტენჰემის ინტერესზე კომენტარს აკეთებს

გასპერინი ტოტენჰემის ინტერესზე კომენტარს აკეთებს
9-05-2021, 19:44
 
   

“ატალანტას” 63 წლის სპეციალისტი საკუთარ მომავალზე Sky Sport-თან ინტერვიუში საუბრობს: “ “ტოტენჰემი”? აბსოლუტურად არაფერია, საუბრები ან კონტაქტები. მე ახალ ხელშეკრულებას ვაფორმებ ატალანტასთან და აქ მუშაობით ძალიან ბედნიერი ვარ.”

ჯან პიერო გასპერინი “ატალანტას” 2016 წლიდან წვრთნის, მისი მრავალწლიანი სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ იტალიურ ფეხბურთს უკავშირდება. “ატალანტამდე” გასპერინი 3 წლის განმავლობაში ჯენოაში მუშაობდა.

მიმდინარე სეზონში გასპერინის გუნდი ბოლო წლების მსგავსად სერია ა-ში მშვენივრად გამოიყურება, შავ-ლურჯები მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან 72 ქულით ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე. ასევე “ატალანტა” შიდა ასპარეზზე 8 მარტის შემდეგ არ აგებს, ბოლოს ბერგამოელების დამარცხება მიმდინარე სეზონის “სკუდეტოს” მფლობელმა მილანის “ინტერმა” შეძლო(1-0).