ავტორი: აჩი ფევაძე

პირლოს პირველი კომენტარი მილანთან მარცხის შემდეგ

პირლოს პირველი კომენტარი მილანთან მარცხის შემდეგ
10-05-2021, 03:36
 
   

სერია ა-ს 35-ე ტურის ცენტრალური და დასკვნითი შეხვედრა ტურინში გაიმართა, იუვენტუსმა შინ მილანთან განადგურდა(0-3) და ოთხეულში ადგილი დაკარგა.

ანდრეა პირლომ Sky Sport-თან მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: “გადადგომაზე არ ვფიქრობ, თანამდებობიდან წასვლას არ ვგეგმავ. სირთულეების მიუხედავად, ვაგრძელებ მუშაობას. გავაგრძელებ მანამ, სანამ კლუბი ამის უფლებას მომცემს.”

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე “ბებერი ქალბატონი” მე-5 ადგილს იკავებს 69 ქულით, ოთხეულამდე ჩამორჩენა კი 1 ქულა გახლავთ.