ავტორი: აჩი ფევაძე

ბრუკლინის მორიგი გამარჯვება და კევინ დურანტის კიდევ ერთი რეკორდი

ბრუკლინის მორიგი გამარჯვება და კევინ დურანტის კიდევ ერთი რეკორდი
12-05-2021, 19:28
 
   

NBA-ს რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება, გამთენიისას 04:00 საათზე ჩიკაგომ ბრუკლინს უმასპინძლა და მიუხედავად კარგი ბოლო მეოთხედისა 107-115 დამარცხდა.

კევინ დურანტის ანგარიშზე ჩიკაგოს წინააღმდეგ - 21 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი იყო. ბრუკლინის შვიდი ნომერი მე-12 რეგულარულ სეზონს საშუალო 25+ ქულით ასრულებს.

კევინი ისტორიაში გახდა პირველი მსუბუქი ფორვარდი, რომელმაც 25+ ქულა 8 სეზონის განმავლობაში 50+ პროცენტით დააფიქსირა.