ავტორი: აჩი ფევაძე

დედაქალაქური დერბი თბილისის “დინამომ” მარტივად მოიგო

დედაქალაქური დერბი თბილისის “დინამომ” მარტივად მოიგო
12-05-2021, 20:08
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტური მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა, საბურთალომ მატჩი სოლიდური სხვაობით 0-4 დათმო.

ანგარიში მატჩის დებიუტში მე-12 წუთზე თბილისის “დინამოს’’ სერბმა ლეგიონერმა ზორან მარუსიჩმა გახსნა გიორგი კუციას ზუსტი პასის შემდეგ. გაშვებული გოლიდან 6 წუთში მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა ორამდე თორნიკე ახვლედიანმა გაზარდა და “დინამომ” 18 წუთის თავზე კომფორტული უპირატესობა მიიღო. გიორგი ნემსაძის გუნდს მატჩის სტარტი იდეალური გამოუვიდა, გაშვებული ორი გოლის შემდეგ პირველ ნახევარში “საბურთალო’’ ბევრს ვერაფერ ქმნიდა, საბოლოდ კი ტაიმის ბოლო წუთზე ზორან მარუსიჩმა, ფეხბურთელმა რომელიც “დინამოს’’ ბრწყინვალედ მოერგო ოთო გოშაძის კარის ბადე მეორედ შეარხია და საკუთარი გუნდი შესვენებაზე 0-3-ით გაიყვანა. მე-2 ნახევარში “დინამო’’ მე-2 ნომრად თამაშობდა, თავის მხრივ ბევრად კარგად გამოიყურებოდა “საბურთალო,’’ თუმცა არა ერთი მომენტის მიუხედავად ანგარიშის შეცვლა მათ ვერ მოახერხეს, მსაჯის მოერ კომპენსირებულ დროში მატჩის 90+1 წუთზე კი ცვლილებაზე შემოსულმა გიორგი გაბედავამაც გაიატანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის “დინამომ’’ 28 ქულა დააგროვა და გაუთანაბრდა ბათუმის “დინამოს,’’ თბილისელები ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფებიან. ზღვისპირელები ლიდერობას ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ინარჩუნებენ. შუბითიძის “საბურთალო’’ კი ცხრილში მეოთხეა 21 ქულით, მესამე ადგილზე მყოფ გორის “დილასთან’’ ჩამორჩენა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს.

შემდეგ ტურში “საბურთალო’’ ბათუმის ‘’დინამოს’’ ესტუმრება 16-ში, ხოლო თბილისის “დინამო’’ თელავს უმასპინძლებს, მატჩი 15 მაისს არის ჩანიშნული.