ავტორი: აჩი ფევაძე

“მილანი” ბრაჰიმ დიასისთვის იბრძოლებს

“მილანი” ბრაჰიმ დიასისთვის იბრძოლებს
12-05-2021, 20:25
 
   

“როსონერი” მადრიდის “რეალს” იჯარის კიდევ ერთი წლით გაგრძელების თაობაზე მიმართავს და მოითხოვს, რომ მომავალი წლის შემდეგ ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობაც ჰქონდეს.

21 წლის შემტევი ნახევარმცველი 2018 წელს მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ სიტიდან” 17 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა, 2020/21 წლებს კი ესპანელი იჯარის წესით “მილანში” ატარებს. დიასმა იტალიის სერია ა-ში 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კვირას იუვენტუსის წინააღმდეგ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში შეძლო თავის გამოჩენა.