ავტორი: აჩი ფევაძე

გერმანიის თასის ფინალი: ლაიპციგი - დორტმუნდი

გერმანიის თასის ფინალი: ლაიპციგი - დორტმუნდი
13-05-2021, 21:10
 
   

დღეს 22:45 საათზე გერმანიის თასის ფინალში ლაიპციგი დორტმუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა ბერლინში ოლიმპიაშტადიონზე შედგება.

იულიან მაგელსმანს შანსი აქვს გუნდს ტიტულით დაემშვიდობოს, ასევე ლაიპციგი თუ დღეს შეძლებს გამარჯვებს ეს მათთვის ისტორიაში პირველი ტიტული იქნება.

ლაიპციგმა აქამდე ერთხელ უკვე ითამაშა გერმანიის თასის ფინალში 2018/19 წლების სეზონში, თუმცა განადგურდა მიუნხენის ბაიერნთან 0-3.

დორტმუნდს აღნიშნული ტიტული 4-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოს მათ 2016/17 წლების სეზონში მიაღწიეს წარმატებას, როდესაც გათამაშების ფინალში ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხეს 2-1. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდი 2014/16 წლებში გერმანიის თასის ფინალს ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, მაგრამ ისინი თასის აღმართვას ვერ ახერხებდნენ.

დორტმუნდი და ლაიპციგი ერთმანეთს დღემდე 10-ჯერ შეხვდნენ, 6 მატჩი დორტმუნდის გამარჯვებით დასრულდა, 2 ფრედ, ხოლო 2-ჯერ გამარჯვების მოპოვება ლაიპციგმა შეძლო. მიმდინარე სეზონში ორივე მატჩი დორტმუნდის გამარჯვებით დასრულდა, პირველ წრეში სტუმრად ტერზიჩის გუნდმა 1-3 მოიგო, ხოლო გასულ კვირას სიგნალ იდუნა პარკზე გამართული შეხვედრა 3-2 დასრულდა.

ემილ ფორსბერგის ინტერვიუ მატჩის წინ: “ყველას ლაიპციგში ამ ტიტულის მოგება გვსურს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ შეხვედრას. აუცილებლად გავიმარჯვებთ.”

ედინ ტერზიჩი მატჩამდე: “დორტმუნდმა გერმანიის თასი ოთხჯერ მოიგო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გერმანიის თასს მეზუთედ მოვიგებთ.”

დღევანდელ დაპირისპირებაში ერლინგ ჰალანდი გუნდის დახმარებას შეძლებს, ლაიპციგს ანხელინო დააკლდება, ასევე შეხვედრას ნაგელსმანის გუნდის მხრიდან ტაილერ ადამსი გამოტოვებს საეჭვოა კრისტოფერ ნკუნკუს თამაშიც.