ავტორი: აჩი ფევაძე

ქუთაისის “ტორპედოს” მე-2 გამარჯვება და გორელთა მე-4 მარცხი ლიგაში

ქუთაისის “ტორპედოს” მე-2 გამარჯვება და გორელთა მე-4 მარცხი ლიგაში
16-05-2021, 18:31
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ქუთაისის “ტორპედომ” გორის “დილას” შინ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა.

მატჩის პირველ წუთებში გუნდებმა ფრთხილი ფეხბურთი არჩიეს, გორის “დილას” პოზიციურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დემჩენკოს გუნდი პოზიციური უპირატესობის სათამაშო უპირატესობაში გადაზრდას ვერ ახერხებდა. შეხვედრის პირველ ნახევარში შეიქმნა იქმნებოდა როგორც ერთ ასევე მეორე კარში მომენტები, თუმცა საბოლოოდ ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა. მე-2 ნახევრის პირველივე წუთებიდან თამაშში მასპინძელთა პალესტინელი ლეგიონერი ფადი ზიდანი ჩაერთო, ზიდანმა შემოსვლიდან 4 წუთში მშვენიერი მანევრის შემდეგ დაარტყა ზუსტად და ანგარიში გახსნა, თუმცა იყო მცირე რიკოშეტი ზიდანის დარტყმის შემდეგ ბურთი დავით მაისაშვილს მოხვდა, მაგრამ პალესტინელ თავდამსხმელს გატანილი გოლი ჩაეთვალა. გაშვებული გოლის შემდეგ ინიციატივა გორელთა მხარეს გადავიდა, “დილამ” შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ თავის მხრივ “ტორპედოც” ცდილობდა გუგეშაშვილის შეწუხებას, საბოლოოდ კი ქუთაისელებმა მოახერხეს ანგარიშის ბოლომდე მიყვანა და მატჩი 1-0 დასრულდა.

ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ ქუთაისის “ტორპედომ” მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორა, მართალია ისინი ისევ გასავარდნ ზონაში არიან, მაგრამ ქუთაისელები მე-7 ადგილზე მყოფ ქობულეთის შუქურას უკვე მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება “დილას” გორელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან 22 ქულით, თუმცა შეიძლება მათ დაკარგონ მე-3 პოზიცია ამ ტურში თუ კი საბურთალო შეძლებს რთული ამოცანის შესრულებას და ბათუმში ბათუმის “დინამოს” დამარცხებას.

შემდეგ ტურში “ტორპედოს” მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება, 24 მაისს იმერლები შუქურას ესტუმრებიან. “დილას” 20-ში სათასო მატჩი ელოდება, დემჩენკოს გუნდი “საბურთალოს” დაუპირისპირდება სტუმრად 1/8 ფინალში. 23 მაისს კი “დილა” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში შინ თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.