ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

დინამომ თელავი მძიმედ დაამარცხა

დინამომ თელავი მძიმედ დაამარცხა
16-05-2021, 20:21
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის დინამო შინ დაუხვდა თელავს და მძიმე გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
მართალია, მთელი მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და გოლის გატანის ბევრი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და მატჩს ინტრიგა დაუტოვეს.
თავის მხრივ თელავიც მწარედ იჩხვლიტებოდა და დინამო გადაურჩა გოლს.
მატჩის ერთადერთი გოლი საბა ხვადაგიანმა გაიტანა, რომელიც საჯარიმოში უყურადღებოდ დატოვეს და თავდამსხმელების საქმე მცველმა გააკეთა.
დინამომ ამგამარჯვების შემდეგ 31 ქულა დააგროვა და ბათუმელ სეხნიებთან ერთად ისევ პირველ-მეორე ადგილებს იყოფს, თელავი კი, რვა ქულით ბოლო ადგილზეა და ელიტიდან დაქვეითების მთავარი კანდიდატი
ა.