ავტორი: აჩი ფევაძე

სპარტაკი მოზესს გამოისყიდის

სპარტაკი მოზესს გამოისყიდის
20-05-2021, 20:13
 
   

ლონდონის “ჩელსი” ნიგერიელის გასხვისებაზე მუშაობს, დიდია ალბათობა იმისა, რომ მოსკოვის “სპარტაკმა” 30 წლის ნახევარმცველი გამოიყიდოს. რაც მოსკოველებს 6 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

რუსეთის პრემიერ ლიგაში მოზესმა 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. “სპარტაკამდე” ნიგერიელი მილანის “ინტერში” თამაშობდა, თუმცა თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. “ნერაძურიმდე” კი მოზესი თურქეთში, “ფენერბახჩეს” რიგებში გამოდიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით “ჩელსის” ასევე დატოვებენ ბრაზილიელი მარცხენა განაპირა მცველი ემერსონ პალმერი და ტიმუი ბაკაიოკო. ბაკაიოკო მილანისა და მონაკოს შემდეგ, ნაპოლიში ატარებს სეზონს იჯარის წესით, თუმცა როგორც ცნობილი ხდება “ჩელსი” ფრანგს საბოლოოდ მიმდინარე წლის ზაფხულში დაემშვიდობება.