ავტორი: აჩი ფევაძე

ანდრეა პირლო მომავალზე საუბრობს

ანდრეა პირლო მომავალზე საუბრობს
20-05-2021, 20:31
 
   

გუშინ “იუვენტუსი” იტალიის თასის გამარჯვებული მეთოთხმეტედ გახდა, “ბიანკონერიმ” ფინალში ბერგამოს “ატალანტა” 1-2 დაამარცხა და ანდრეა პირლომ “იუვენტუსთან” ერთად იტალიის სუპერ თასის შემდეგ მე-2 ტიტული მოიგო მიმდინარე სეზონში.

ვრცელდება ანდრეას კომენტარი მომავალთან დაკავშირებით, რომელსაც პირლო Rai Sport-თან ინტერვიუში აკეთებს:”მე იუვენტუსში დარჩენა მსურს. მე მიყვარს ფეხბურთი, დანარჩენს გუნდის მფლობელები გადაწყვეტენ, ჩემი სურვილია “იუვენტუსისთვის” მუშაობა გავაგრძელო.”