ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ბაჩო ხურციძის აგრესიული კომენტარი

ბაჩო ხურციძის აგრესიული კომენტარი
29-05-2021, 17:50
 
   

ქართულ რაგბიში ისევ დაძაბული და გაურკვეველი ვითარებაა. დღეს, დიდი 10-ის ორი ნახევარფინალური შეხვედრა უნდა გამართულიყო(ბათუმი-აკადემია, აია-ყოჩები) თუმცა მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქმე ისაა, რომ მატჩზე არბიტრები არ გამოცხადდნენ. ისინი მათზე გახშირებულ ძალადობის ფაქტზე საუბრობენ. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ერთ-ერთმა მორაგბემ მატჩის მსვლელობისას მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც მას დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ რაგბის კავშირმა მას სასჯელი მსაჯების გვერდის ავლით მოუხსნა.
ამ თემასთან დაკავშირებით Blogsport.ge საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ლაშა(ბაჩო) ხურციძეს დაუკავშირდა, მაგრამ კომენტარის ნაცვლად, მისგან ჩვენს მიმართ აშკარა აგრესია მივიღეთ.
-თქვენ რა არ იცით ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვის აწყობს დღეს ქართულ რაგბიში არეულობა? თავი შეიკავეთ შეკვეთილი, მიკერძოებული სტატიების გაკეთებისგან. მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ. -გვითხრა ბაჩო ხურციძემ.

ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეიბაა საზოგადოებას მიაწოდოს სიმართლე და მრავალჯერ გადამოწმებული ინფორმაცია(მხარეთა კომენტარებით. ასე რომ, რაც არ უნდა მწვავე და არასასიამოვნო იყოს ეს შეკითხვა შენთვის, მეტი თავშეკავების უნარი გმართებს. რაგბის კავშირს არაერთხელ შეშლია ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ეს მათ აშკარად სასწავლი აქვთ.