ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ინტერის ფინანსური კრიზისი

ინტერის ფინანსური კრიზისი
31-05-2021, 15:31
 
   

ანტონიო კონეტეს ინტერიდან წასვლის შემდეგ, გუნდის მთავარი ამოცანა ხარჯების შემცირება გახდა.

ინტერის მფლობელ სტივენ ჟანგს და მის კომპანია სძალიან უჭირთ. მათ უარი თქვეს მათ კუთვნილ კლუბზე ჩინეთის სუპერლიგაში და იქაც ხარჯების შემცირების გზით წავიდნენ. ინტერშიც სრული ხელფასი მარტის შემდეგ არ გადაუხდიათ და სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკული ფონდიდან ხელფასებისთვის 275 მილიონი ისესხეს.

თუ კნტეს ხელფასი 11 მილიონი იყო, სიმონე ინძაგი 3-4 მილიონს მიიღებს,რაც სწორი ნაბიჯია. გარდა ამისა, კლუბი აპირებს თავისი სახელფასო ფონდის 20 პროცენტით შემცირებას და 80 მილიონის ფეხბურთელების გაყიდვით შოვნას.

იტალიური პრესა ვარაუდობს, შესაძლოა, ორი ძირითადის მოთამაშე გაიყიდოს. ინტერს კი შემდეგ წლებში ვალების გადახდის და მინიმალური დანახარჯებით სტაბილური საჩემპიონთალიგო გუნდის გაკეთების ამბიცია ექნება.

ინძაგის დაბალბიუჯეტიანი გუნდით სტაბილურად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ ინტერისთვის იდეალური ტრანსფერად შეიძლება ჩაითავლოს.