ავტორი: ლევან ქობალია

ამჯერად ფრეს დავჯერდით

ამჯერად ფრეს დავჯერდით
14-06-2021, 22:50
 
   

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდი აქტიურად თამაშს ცდილობდა და სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა მოთამაშეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ქალთა ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 11 ივნისს გაიმართა და გიორგი ჩხაიძის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფიფას 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი, A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ქალთა ნაკრებებთან ერთად მოხვდა.