ავტორი: ლევან ქობალია

რუსული მედია - ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში ტრანსფერი შეთანხმდა!

რუსული მედია - ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში ტრანსფერი შეთანხმდა!
24-07-2021, 22:51
 
   

რუსული გამოცემა Metaraiting.ru - ს ცნობით ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მილანში უკვე შეთანხმებულია.

გამოცემის მტკიცებით შეთანხმება მიღწეულია როგორც ხვიჩასთან, ასევე მის კლუბთან რუბინთან. ქართველში გადახდილი თანხა დასახელებული არ არის, თუმცა სტატიაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, დღესდღეობით კი თბილისის მერმა კახა კალაძემ ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია 20 წლის ფლანგის შემტევია. მისი სატრანსფერო ღირებულება გერმანული ინტერნეტ გამოცემის, Transfermarkt-ის მიხედვით 18 მილიონ ევროს შეადგენს.