ავტორი: ლევან ქობალია

ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს

ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს
29-11-2021, 02:58
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურის დასრულებამდე ბათუმის დინამომ ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაინაღდა. გია გეგუჩაძის გუნდს 35-ე ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია, მაგრამ მას შემდეგ რაც დღეს მთავარმა კონკურენტმა დინამო თბილისმა სამტრედიასთან ქულები დაკარგა, მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. დედაქალაქელებმა აუტსაიდერ მეტოქესთან უგოლო ფრე დააფიქსირეს.

ბათუმის დინამოს ჩემპიონობის მოპოვების შანსი წინა ორ სეზონშიც ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება შავიზღვისპირელებმა ვერ შეძლეს. წლეულს ეს ამოცანა გუნდმა სისრულეში მოიყვანა და არსებობის ისტორიაში პირველად ამ ტიტულს დაეუფლა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრას ბათუმის დინამო ხვალ წყალტუბოში სამგურალთან ჩემპიონის რანგში გამართავს. ბოლო ტურში კი  გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ მოედანზე გორის დილას დაუპირისპირდება და მიღწეულ წარმატებას ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს.