ავტორი: ლევან ქობალია

მადლობის სიგელი GAFA-სგან

მადლობის სიგელი GAFA-სგან
20-12-2021, 20:08
 
   

კვირას, 19 დეკემებერს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მოყვარულთა ლიგის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. ლიგების  გამარჯვებულებს და საუკეთესო ფეხბურთელებს კუთვნილი პრიზები გადაეცათ.

აღნიშნული ღონისძიებაზე სპეციალურად მიწვევული იყო საფეხბურთო კლუბი მესტია, რომელიც წლეულს პირველად ჩაერთო აღნიშნული ჩემპიონატში.

GAFA-მ (საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციია) მესტიას მოყვარულთა ლიგა 2021-ის ჩატარებაში წვლილის შეტანისთვის სპეციალური მადლობის სიგელი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიალს საფეხბურთო კლუბ მესტიას თანადამფუძნებელი, მიხეილ ჟორჟოლიანი ესწრებოდა, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა:

მადლობის სიგელი GAFA-სგან

მიხეილ ჟორჟოლიანი: "პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მოყვარულთა ფეხბურთის ასოციაციას და მივულოცო ტურნირის წლევანდელი სეზონის ყველა გამარჯვებულს..

რაც შეეხება მესტიას, რაც დასაბამიდან ბურთი გაგორებულა, სვანეთში ამ კუთხით დაინტერესება არ ყოფილა, მეტიც ამ ახალგაზრდებმა სტანდარტულ მოედანზე, სტანდარტული საფეხბურთო წესებით პირველად მოუწიათ თამაში. ამიტომ გადავწყვიტეთ გუნდის შექმნა, რომელიც პირველ ეტაპზე მოყვარულთა დონეზე ითამაშებდა, კიდევ ერთხელ მადლობა მხარადჭერისთვის ყველას.

ჩვენი იმედებუ და ამბიციური გეგმები მიმართულია იმისკენ რომ სულ მალე პროფესიულ დონეზეც შევძლოთ ფეხბურთის თამაში."