გორის დილამ უკრაინელი მთავარი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით სავარჯიშო პროცესი დაიწყო და გაძლიერებასაც შეუდგა. ჯერჯერობით, გორელები მშობლიურ ქალაქში ვარჯიშობენ, მალე კი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრებიან.
Blogsport.ge-ს ინფორმაციით გორის დილას ბოლნისის სიონიდან წამოსული მიხეილ მუჯრიშვილი შეუერთდება. 36 წლის გამოცდილი მეკარე სხვადასხვა დროს: მარტვილის მერანის; სამტრედიას, გორის დილას; მერანის; ცხინვალის; არაგვის და ბოლნისის სიონის ღირსებას იცავდა.
გეტყვით იმასაც, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გორული კლუბი მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა დატოვა.
ფოტო: ბოლნისის სიონის პრესსამსახური