ქუთაისის ტორპედომ დავალიანება სრულად დაფარა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მართალია, კლუბი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ "ქუთათურები" ტრანსფერებზეც აქტიურობენ.
Blogsport.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ქუთაისის ტორპედო დინო ჰამზიჩს იმატებს. 33 წლის ბოსნიელი მეკარე ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის კარგადაა ცნობილი. ჰამზიჩი 2016-2020 წლებში ჩიხურას ღირსებას იცავდა და იმერელთა რიგებში საქართველოს თასის გამარჯვებულიც გახდა. ჩიხურას დატოვების შემდეგ კი, ბოსნიურ ოლიმპიკში თამაშობდა.
ქუთაისის ტორპედოსთან მოლაპარაკებები თავად ჰამზიჩმაც დაგვიდასტურა.
-ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს ვმართავ და უდიდესი ალბათობით, მომავალ სეზონს ტორპედოში დავიწყებ. ტორპედო ისტორიული გუნდია და მჯერა ამ კლუბში წარმატებას მივაღწევ.-ამბობს დინო ჰამზიჩი.
ქუთაისის ტორპედო დინო ჰამზიჩის ტრანსფერს უახლოეს დღეებში გააოფიციალურებს.