ავტორი: ლევან ქობალია

მალაგა და სხვანი... ლოკომოტივი შეკრებაზე ესპანეთში მიდის

მალაგა და სხვანი... ლოკომოტივი შეკრებაზე ესპანეთში მიდის
5-02-2021, 16:28
 
   

ლოკომოტივმა ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის პირველი ეტაპი დაასრულა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, ინტენსიურ წვრთნას თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გადიოდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ლოკო უცხოურ შეკრებას თურქეთში გეგმავდა; თუმცა, მოხდა ცვლილებები და ბელეკის ნაცვლად, თბილისელები შეკრებას ესპანეთში გაივლიან. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.


6 თებერვალს, ლოკომოტივი ესპანეთში, ანდალუზიის რეგიონში, ქალაქ მარბელაში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს:

8 თებერვალი - ლოკომოტივი Vs როსტოვი (რუსეთი)

11 თებერვალი - ლოკომოტივი Vs კრასნოდარი (რუსეთი)

14 თებერვალი - ლოკომოტივი Vs ლოკომოტივი მოსკოვი (რუსეთი)

17 ან 18 თებერვალი - მალაგა (ესპანეთი) Vs ლოკომოტივი


ლოკომოტივი თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებამდე, 1 კვირის განმავლობაში მზადებას დედაქალაქში გააგრძელებს.