ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

VIDEO | ჯეფერსონის შედევრი

VIDEO | ჯეფერსონის შედევრი
9-03-2021, 21:31
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტური ზესტაფონში გაიხსნა, სადაც ქობულეთის შუქურამ სამტრედიას „უმასპინძლა“ და 1:0 დააამარცხა.

გია ცეცაძის გუნდი მიმდინარე სეზონში კატასტროფულად გამოიყურება და ქულის მოპოვებას ვინ ჩივის სამ მატჩში გოლიც არ აქვს გატანილი. ასევე ძალიან დაბალია თამაშის ხარისხი და ცეცაძის ბიჭებს ელემენტარულად რამდენიმე ზუსტი პასის გადაბმა და მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირთ.

ციდან ვარსკვლავები არც გიორგი შაშიაშვილის შეგირდებს მოუწყვეტიათ, მაგრამ ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდოს მიერ 77-ე წუთზე გატანილი შედევრალური გოლით სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

შუქურა მომდევნო მატჩს დედაქალაქში გია ჭიაბრიშვილის დამოძღვრილ ლოკომოტივთან ჩაატარებს, ხოლო სამტრედიელთა „ზღვისპირული“ ტურნე გრძელდება და 13 მარტს ბათუმის დინამოს გორში ეწვევიან.