რუსეთის მეორე ლიგის 33 ტურში ბექა ქავთარაძის ნიჟნი ნოვგოროდი კრასნოდარ 2-ს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 62-ე წუთამდე დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ფორვარდმა თავის გამოჩენაც შეძლო და გოლების გატანა მე-7 და 32-ე წუთებზე მოახერხა.
33 ტურის შემდეგ ნიჟნი ნოვგოროდი მე-3 პიზიციაზე 69 ქულით იმყოფება, ხოლო მას წინ ორენბურგი (70) და კრილია სოვეტოვი (76) უსწრებს.