ავტორი: ლევან ქობალია

სამგურალმა დაძაბული შეხვედრში იმარჯვა

სამგურალმა დაძაბული შეხვედრში იმარჯვა
7-04-2021, 16:09
 
   

მორიგი საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი გაიმართა ეროვნულ ლიგაში. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“. Crystalbet ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, წყალტუბოს სამგურალმა თბილისის ლოკომოტივი 3:2 დაამარცხა.

მატჩი საინტერესოდ დაიწყო და უკვე შეხვედრის მე–15 წუთზე უჩა სოსიაშვილის გუნდი ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. დღევანდელ მატჩში ლოკოს დაცვა ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე და არც გიორგი მამარდაშვილი მოქმედებდა დამაჯერებლად. მატჩში ანგარიში სერგო კუხიანიძემ გახსნა. ზუსტად 5 წუთში კი, სამგურალის უპირატესობა შალვა ბურჯანაძემ გაზარდა.

აქედან მალევე, გურამ კაშიამ ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გატანა. 27–ე წუთზე მამარდაშვილმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რაც უკვე ამ დონის მეკარეს არ ეპატიება და რკინიგზელთა კარის დარაჯის შეცდომით პაპუნა ფონიავამ ისარგებლა. ტაიმის მიწურულს კი, სტუმრებს გოლი გასახდელში თორნიკე კირკიტაძემ გაატანა.

მეორე ნახევარი სრულად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ შეხვედრაში ანგარიში აღარ გახსნილა.