ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

დინამოს დამაჯერებელი გამარჯვება იმერეთში

დინამოს დამაჯერებელი გამარჯვება იმერეთში
7-04-2021, 18:21
 
   

დინამო არენაზე დაწყებული ოთხშაბათი ზესტაფონში გაგრძელდა, სადაც ქობულეთის შუქურა თბილისის დინამოს მასპინძლობდა.

მიუხედავად მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებისა, დედაქალაქელებმა მეტოქის გატეხვა მხოლოდ 65-ე წუთზე შეძლეს, როდესაც გიორგი გაბედავამ შეძლო სტუმართა წინ გაყვანა. აჭარლებმა გაბრძოლება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ, შეხვედრის მიწურულს, 84-ე წუთზე გიორგი კუციას პასი თორნიკე ახვლედიანმა შეირგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი ნემსაძის გუნდი დილასა და ბათუმის მატჩების ჩატარებამდე გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს 16 ქულით და კვირას შინ სამტრედიას უმასპინძლებს, ზღვისპირელები კი მე-6 პოზიციას იკავებენ და იმავე დღეს საბურთალოს ესტუმრებიან.