ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

უსახური შუკურა ზესტაფონში და ერთპიროვნულად გალიდერებული ბათუმი

უსახური შუკურა ზესტაფონში და ერთპიროვნულად გალიდერებული ბათუმი
12-05-2021, 18:21
 
   

უსახური შუკურა ზესტაფონში და ერთპიროვნულად გალიდერებული ბათუმი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ბათუმი ერთპიროვნულად გალიდერდა,მინიმუმ მანამდე სანამ დინამო ჩაატარებს თავის მატჩს საბურთალოს წინააღმდეგ.ზღვისპირელებმა ამჯერად ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი გია ცეცაძის სამტრედია იმსხვერპლეს გასვლაზე 2:0
თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს,რომ ცეცაძეს ჯერ მე-4 წუთზე მოუწია იძულებითი შეცვლის განხორციელება (კაბა სამბუს მაგივრად კრისტიან ვიეირას შემოყვანა),ხოლო 28-ე ზე მასპინძელთა მცველმა შალვა ნადირაძემ არსენ ნონიკაშვილს თავი გააგდებინა გიორგი ფანცულაიასთან უხეშობის გამო,გაძევებიდან 6 წუთში კი ვერცხლისწყალივით მოძრავმა ფანცულაიამ ლაშა შინდაგორიძეს საგოლედ უპასა,ტაიმის ბოლო წუთზე კი სხვაობა გააორმაგა.
დარჩენილ ტაიმში სტუმრებს კაცნაკლულ მოწინააღმდეგესთან ამ ანგარიშის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ.მომდევნო თამაშს ლიდერები 4 დღეში შინ საბურთალოსთნ გამართავენ,ცეცაძის კრებული კი ლოკომოტივს ესტუმრება.
თავის მხრივ რკინიგზელებმაა მ ტურში უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვეს ზესტაფონში შუკურას წინააღმდეგ,დისკვალიფიცირებული გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობის გარეშე თბილისელებს ერთი-ორად უჭირთ არათუ გოლების გატაან და სახიფათო მომენტებამდე საკმის მიყვანა,არამედ რამდენიმე ზუსტი პსაის გადაბმაც კი,შეხვედრის ერთადერთი გოლი კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მაროკოული წარმოშობის ნიდერლანდელმა შემტევმა ულად ომარ იმრანიმ გაიტანა თორნიკე კირკიტაძის გადაცემით.
რკინიგზელების მომდევნო მატჩზე უკვე მოგახსენეთ,აჭარლები კი იმავე დღეს წყალტუბოში სამგურალს ესტუმრებიან.