ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

კვარაცხელია ჰაალანდს უსწრებს

კვარაცხელია ჰაალანდს უსწრებს
13-05-2021, 12:21
 
   

soccer manager game საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. ყაზანის რუბინის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 20 წლამდე ფეხბურთელებს შორის ასისტების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს

20 წლის კვარაცხელიას აქტივში 8 ასისტი აქვს. თანაბარი რაოდენობის ასისტები უნგრელ დომინიკ სობოშლაის ჩეხ ადამ ჰლოზეკს , გერმანელ კარიმ ადეიმისა და ხორვატ მარკო ბულატს აქვთ . ერთპიროვნული ლიდერი კი ტრნავის სპარტაკის 19 წლის ბრაზილიელი საიმონ კაბრალი გახლავთ. მას 10 პასი გააჩნია.

ხვიჩა დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელ ვარსკვლავს ერლინგ ჰაალანდს 1 პასით უსწრებს. კვარაცხელიას ჩასატარებელი მატჩი კიდევ აქვს და შესაძლოა სტატისტიკა გაიუმჯობესოს.