თელავი ძლიერდება | ორი ლეგიონერი და რამდენიმე ქართველი

თელავი ძლიერდება | ორი ლეგიონერი და რამდენიმე ქართველი
31-01-2020, 17:41

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტ თელავში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის, ორი ლეგიონერია. მაკედონიელი მცველი ვლადიმირ დიმიტროვსკი 31 წლის გახლავთ. მას თავისი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც (ჩეხურ მლადასა და ტეპლიცეში, ბერძნულ კერკირასადა დოხაში, აზერბაიჯანულ ყარაბაღში) უთამაშია, სამშობლოში რაბოტნიჩკის ღირსება დაუცავს.

უკრაინელი ნახევარმცველი ვლადისლავ კრაევი 24 წლისაა. თამაშობდა ხარკოვის მეტალისტში, ბოლოს კი მოლდოვურ დინამო ავტოშიაგორებდა ბურთს. გარდა ამისა, კახურ გუნდში ფეხბურთელები სხვა ქართული კლუბებიდანაც მივიდნენ. მაგალითად, მეკარე ოთო გოშაძე, ვინც ბოლოს სიონში გახლდათ და ტორპედოს წარმოშობით ნიგერიელი მცველი რაფაელ ჩუკვურა, ვინც იმდენი წელია საქართველოშია, ლეგიონერადაც აღარ ვთვლით.

თელავშივე ითამაშებს სამტრედიას ყოფილი შემტევი ნახევარმცველი გურამ სამუშია. ქუთაისის ტორპედოდან შეუერთდა გუნდს ცოტნე მოსიაშვილიც.

ამ დროისთვის, ახალწვეული ფორვარდი ერთია - ლაშა კოხრეიძე, რომელიც გასული სეზონის ბოლოს საბურთალოს შემადგენლობაში გამოჩნდა.

რეკლამა