ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ლოკომოტივი სამტრედიის წინააღმდეგ

ლოკომოტივი სამტრედიის წინააღმდეგ
16-05-2021, 20:01
 
   

საგურამოში დაბრუნება ლოკომოტივისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. Crystalbet ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ლოკომოტივმა სამტრედიას საგურამოს ბაზაზე უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ჭიაბრიშვილის გუნდმა ცუდი სერიის შემდეგ, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. იმერლები კი, ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ.
მატჩი ლოკოს უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მათ გახსნეს. თავი თბილისელთა მაროკოელმა ლეგიონერმა ულად ომარ იმრანმა გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ, სამტრედია გააქტიურდა, მაგრამ მომენტი ვერ შექმნა. ლოკომოტივისგან კი, მამია გავაშელიშვილს ჰქონდა 100 %-იანი შანსი, მაგრამ ერთი-ერთზე ბექა ქურდაძეს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმი სამტრედიასთვის კარგად დაიწყო და მათე კვირკვიამ ანგარიში გაათანრა. თუმცა, ამის შემდეგ, ლოკომ მოედნის ცენტრში დიდი უპირატესობა მოიპოვა, რამაც გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი. იმრანმა და მუკბანიანმა მარჯვენა ფლაგნზე ესტებან მასკარენია უბრალოდ გააწამეს. მუკბანიანის პასით, ჯერ გიორგი იაკობიძემ გაიტანა. მალევე კი, უკვე იმრანმა შეასრულა.

საბოლოოდ, 3:1 და ლოკომ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.